თანამედროვე არქიტექტურა
ძებნა
Wednesday, June 6, 2012
ვებ-მისამართები
http://www.youtube.com/watch?v=mdUVho4IX3U
http://www.bioone.org/
http://journals.cambridge.org/action/login
http://www.iliauni.edu.gehttp://www.iliauni.edu.ge/
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=17812http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=17812
https://picasaweb.google.com/107922172472405530695/May24201202
http://www.bioone.org/
http://journals.cambridge.org/action/login
http://www.iliauni.edu.gehttp://www.iliauni.edu.ge/
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=17812http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=17812
https://picasaweb.google.com/107922172472405530695/May24201202
ძონგის არქიტექტურა
ძონგის არქიტექტურა
ციხესიმაგრეთა არქიტექტურის გამორჩეული ტიპია, რომელიც დამახასიათებელია
ყოფილი და დღევანდელი ჰიმალაის ბუდისტური სამეფოებისთვის, მათ შორის
განსაკუთრებით ბჰუტანში. არქიტექტურა სტილით მასიურია კოშკებიანი გარე
კედლებით, რომელიც გარს ერტყმის ეზოებს, ტაძრებს, ადმინისტრაციულ შენობებსა
და ბერთა საცხოვრებლებს.
დამახასიათებელი ნიშნებია:
- მაღალი, შიგნით დაქანებული თეთრად შეღებილი აგურისა და ქვის კედლები, კედლის ქვემო ნაწილში მწირი ფანჯრებით.
- კედლების თავთან შემოვლებული წითელი ზოლი (შესაძლოა დიდი ოქროსფერი წრეებით აქცენტირებული).
- ჩინური სტილის გაშლილი სახურავები ციხის შიგა ტაძრების თავზე.
- ამასიური შესასვლელი კარიბჭე ხისა და რკინისგან შეკრული.
- შიდა ეზოები და ტაძრები თვალისმომჭრელ ფერებში გადაჭრილი ბუდისტურ-თემებიანი ხელოვნების მოტივებით.
ძონგების
დანიშნულება რეგიონის რელიგიური, სამხედრო, ადმინისტრაციული და სოციალური
ცენტრის როლი იყო. ისინი ხშირად ყოველწლიური ცეჩუს ან რელიგიური ფესტივალის
გამართვის ადგილია. ოთახები ძონგის შიგნით ტიპიურად
ნახევრად ადმინისტრაციული (მაგ. პენლოპის ან მმართველის ოფისი), და
ნახევრად რელიგიური დანიშნულებისაა, ძირითადად ბერების საკნებით. ამგვარი
გაყოფა ადმინისტრაციულსა და რელიგიურ ფუნქციებს შორის გამოხატავს
ძალაუფლების იდეალიზებულ გაორებას რელიგიასა და მთავრობის ადმინისტრაციულ
ორგანოებს შორის.
ჰაი-ტექ არქიტექტურა
ჰაი-ტექ არქიტექტურა, ან გვიანი მოდერნიზმი არქიტექტურული
სტილია, რომელიც 1970-იან წლებში აღმოცენდა და ჰაი-ტექ ინდუსტრიისა და
ტექნოლოგიის ელემენტები გამოიყენა მშენებლობაში. ჰაი-ტექმა თავი
განახლებული მოდერნიზმის სახით იჩინა, რაც ძველი იდეების ახალი
ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით განხორციელებაში აისახა. ეს პერიოდი
ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის, თუმცა
მაინც რჩება რუხი არეები, თუ სად მთავრდება ერთი პერიოდი ან სად იწყება
მეორე.1980-იან წლებში ჰაი-ტექის გარჩევა პოსტმოდერნიზმისგან უფრო რთული
გახდა. მისი მრავალი თემა და იდეა პოსტმოდერნისტული არქიტექტურული სკოლების ენამ გაითავისა.
მწვანე არქიტექტურა
ეკოლოგიური არქიტექტურა, ასევე მწვანე არქიტექტურა
(ინგლ. Sustainable architecture) — მიმდინარეობა, რომელიც მშენებლობაში
ე.წ. მწვანე დიზაინის ტექნიკას იყენებს. ამ ტერმინს იყენებენ ისეთი
შენობების აღწერისას, რომელთა დიზაინში გარემოს ფაქტორები იყო
გათვალისწინებული. ეკოლოგიური არქიტექტურა მიმდინარე მწვავე ეკონომიკური,
პოლიტიკური და გარემოს დაბინძურების პრობლემების გამოძახილი იყო. ვრცელი
გაგებით, ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანი შენობების გარემოზე უარყოფითი
ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანაა მასში გამოყენებული მასალების, ენერგიისა
და დამუშავების ადგილის ეფექტურობის გაზრდით. ენერგიის ეფექტურობა შენობის
მთელი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ეკოლოგიური არქიტექტურის ერთადერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. არქიტექტორები მრავალ განსხვავებულ
ტექნიკას იყენებენ შენობის ენერგიის გამომუშავების ან შენარჩუნებისთვის.
კრიტიკული რეგიონალიზმი
კრიტიკული რეგიონალიზმი მიდგომაა არქიტექტურაში, რომლის მიზანი უადგილობისა და მნიშვნელობის არქონის პრობლემის გადაჭრაა მოდერნისტულ არქიტექტურაში კონტექსტუალური ძალების გამოყენებით, რაც ადგილის შეგრძნებასა და მნიშვნელობის შეძენის საშუალებას იძლევა. ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს ალექსანდერ ძონისმა და ლიენ ლეფევრმა, ხოლო მოგვიანებით პოპულარული გახადა კენეტ ფრამპტონმა. ფრამტონის თანახმად, კრიტიკული რეგიონალიზმი მოდერნისტულ არქიტექტურას კრიტიკულად უნდა მიუდგეს მისი უნვერსალური პროგრესული თვისებების გამო, თუმცა ამავე დროს უნდა გაითავისოს კერძო კონტექსტის გათვალისწინების ფასი. ყურადღება უნდა გამახვილდეს ტოპოგრაფიაზე კლიმატზე, განათებაზე, ტექტონიკურ ფორმასა და არა სცენოგრაფიაზე და ვიზუალურ იმიჯზე.
.
Subscribe to:
Posts (Atom)