ძებნა

Wednesday, June 6, 2012

ვიდეო-მასალა

ვებ-მისამართები

http://www.youtube.com/watch?v=mdUVho4IX3U
 http://www.bioone.org/ 
http://journals.cambridge.org/action/login
http://www.iliauni.edu.gehttp://www.iliauni.edu.ge/
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=17812http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=17812
https://picasaweb.google.com/107922172472405530695/May24201202

გამოყენებული ლიტერატურა

Architectural Research Quarterly



ძონგის არქიტექტურა

 
  ძონგის არქიტექტურა ციხესიმაგრეთა არქიტექტურის გამორჩეული ტიპია, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი და დღევანდელი ჰიმალაის ბუდისტური სამეფოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ბჰუტანში. არქიტექტურა სტილით მასიურია კოშკებიანი გარე კედლებით, რომელიც გარს ერტყმის ეზოებს, ტაძრებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და ბერთა საცხოვრებლებს. 
 დამახასიათებელი ნიშნებია:
  •                მაღალი, შიგნით დაქანებული თეთრად შეღებილი აგურისა და ქვის კედლები, კედლის ქვემო ნაწილში მწირი ფანჯრებით.
  •                კედლების თავთან შემოვლებული წითელი ზოლი (შესაძლოა დიდი ოქროსფერი წრეებით აქცენტირებული).
  •                ჩინური სტილის გაშლილი სახურავები ციხის შიგა ტაძრების თავზე.
  •                ამასიური შესასვლელი კარიბჭე ხისა და რკინისგან შეკრული.
  •                შიდა ეზოები და ტაძრები თვალისმომჭრელ ფერებში გადაჭრილი ბუდისტურ-თემებიანი ხელოვნების მოტივებით.
ძონგების დანიშნულება რეგიონის რელიგიური, სამხედრო, ადმინისტრაციული და სოციალური ცენტრის როლი იყო. ისინი ხშირად ყოველწლიური ცეჩუს ან რელიგიური ფესტივალის გამართვის ადგილია. ოთახები ძონგის შიგნით ტიპიურად ნახევრად ადმინისტრაციული (მაგ. პენლოპის ან მმართველის ოფისი), და ნახევრად რელიგიური დანიშნულებისაა, ძირითადად ბერების საკნებით. ამგვარი გაყოფა ადმინისტრაციულსა და რელიგიურ ფუნქციებს შორის გამოხატავს ძალაუფლების იდეალიზებულ გაორებას რელიგიასა და მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის.





ჰაი-ტექ არქიტექტურა

    
ჰაი-ტექ არქიტექტურა, ან გვიანი მოდერნიზმი არქიტექტურული სტილია, რომელიც 1970-იან წლებში აღმოცენდა და ჰაი-ტექ ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის ელემენტები გამოიყენა მშენებლობაში. ჰაი-ტექმა თავი განახლებული მოდერნიზმის სახით იჩინა, რაც ძველი იდეების ახალი ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით განხორციელებაში აისახა. ეს პერიოდი ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის, თუმცა მაინც რჩება რუხი არეები, თუ სად მთავრდება ერთი პერიოდი ან სად იწყება მეორე.1980-იან წლებში ჰაი-ტექის გარჩევა პოსტმოდერნიზმისგან უფრო რთული გახდა. მისი მრავალი თემა და იდეა პოსტმოდერნისტული არქიტექტურული სკოლების ენამ გაითავისა.



მწვანე არქიტექტურა

      
ეკოლოგიური არქიტექტურა, ასევე მწვანე არქიტექტურა (ინგლ. Sustainable architecture) — მიმდინარეობა, რომელიც მშენებლობაში ე.წ. მწვანე დიზაინის ტექნიკას იყენებს. ამ ტერმინს იყენებენ ისეთი შენობების აღწერისას, რომელთა დიზაინში გარემოს ფაქტორები იყო გათვალისწინებული. ეკოლოგიური არქიტექტურა მიმდინარე მწვავე ეკონომიკური, პოლიტიკური და გარემოს დაბინძურების პრობლემების გამოძახილი იყო. ვრცელი გაგებით, ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანი შენობების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანაა მასში გამოყენებული მასალების, ენერგიისა და დამუშავების ადგილის ეფექტურობის გაზრდით. ენერგიის ეფექტურობა შენობის მთელი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ეკოლოგიური არქიტექტურის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. არქიტექტორები მრავალ განსხვავებულ ტექნიკას იყენებენ შენობის ენერგიის გამომუშავების ან შენარჩუნებისთვის.

 

კრიტიკული რეგიონალიზმი

კრიტიკული რეგიონალიზმი მიდგომაა არქიტექტურაში, რომლის მიზანი უადგილობისა და მნიშვნელობის არქონის პრობლემის გადაჭრაა მოდერნისტულ არქიტექტურაში კონტექსტუალური ძალების გამოყენებით, რაც ადგილის შეგრძნებასა და მნიშვნელობის შეძენის საშუალებას იძლევა. ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს ალექსანდერ ძონისმა და ლიენ ლეფევრმა, ხოლო მოგვიანებით პოპულარული გახადა კენეტ ფრამპტონმა. ფრამტონის თანახმად, კრიტიკული რეგიონალიზმი მოდერნისტულ არქიტექტურას კრიტიკულად უნდა მიუდგეს მისი უნვერსალური პროგრესული თვისებების გამო, თუმცა ამავე დროს უნდა გაითავისოს კერძო კონტექსტის გათვალისწინების ფასი. ყურადღება უნდა გამახვილდეს ტოპოგრაფიაზე კლიმატზე, განათებაზე, ტექტონიკურ ფორმასა და არა სცენოგრაფიაზე და ვიზუალურ იმიჯზე. .

დეკონსტრუქტივიზმი


დეკონსტრუქტივიზმი, ასევე ცნობილი როგორც დეკონსტრუქცია, 1980-იან წლებში ჩასახული მიმდინარეობაა პოსტმოდერნისტულ არქიტექტურაში, რომელიც მის ფილოსოფიურ იდეოლოგიას ამავე სახელწოდების ლიტერატურული მოძრაობიდან იღებს. ეს არის თანამედროვე სტილი, რომელიც არქიტექტურული მოდერნის გათვლილ რაციონალურობას უპირისპირდება. ამ მიმდინარეობის საფუძვლად ფრაგმენტულობა, დიზაინის არა-ლინეარული პროცესები, არა-ევკლიდესეული გეომეტრია, პოლარულობის წინააღმდეგობა და ა.შ. უდევს. ამ სტილის შენობათა საბოლოო ვიზუალური ეფექტი ხასიათდება მასტიმულირებელი ამოუცნობლობითა და კონტროლირებადი ქაოსით. თუმცა დეკონსტუქციის კრიტიკოსთა მტკიცებით ეს პრინციპულად სოციალურად ნაკლებ მნიშვნელოვანი ფორმალური ხასიათის სავარჯიშოა. ამ მიმდინარეობაზე გარკვეული გავლენა იქონია ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ დერიდას შრომებმა და მისმა იდეებმა დეკონსტრუქციაზე. ზოგიერთ არქიტექტორზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსული კონსტრუქტივისტული მოძრაობის გეომეტრიულმა უბალანსობამ. კონსტრუქტივიზმთან ერთად დეკონსტრუქტივიზმში შეინიშნება მსგავსება ხელოვნებისა და არქიტექტურის სხვა მიმდინარეობებთანაც, მათ შორის მოდერნიზმთან,    
პოსტმოდერნიზმთან, კუბიზმთან, ექსპრესიონიზმთან, მინიმალიზმთან და კონტემპორარულ ხელოვნებასთან. დეკონსტრუქტივიზმის ზოგადი მცდელობაა მოარიდოს არქიტექტორი მოდერნიზმის მბოჭავ 'კანონებს', როგორიცაა "ფორმა მოჰყვება ფუნქციას".
ამ მიმდინარეობის ყველზე განთქმული არქიტექტორები არიან:

აგებული ნიმუშები

პირველი სრულიად ბლობ-შენობა აგებული იყო ნიდერლანდში ლარს სპუიბროეკისა და კას ოოსტერჰუისის მიერ. სახელწოდებით "წყლის პავილიონი" (1993-97), ეს არა მხოლოდ სრულიად კომპიუტერით დამუშავებული ფორმაა, არამედ მას ელექტრონული ინტერაქტიული ინტერიერი აქვს, რომელშიც ხმა და განათება მასში შესულ ადამიანზე რეაგირებს და ტრანსფორმაციას განიცდის.
შენობა, რომელიც ასევე შეიძლება განიხილოს, როგორც ბლობი, არის პიტერ კუკისა და კოლინ ფურნიეს "კუნსტჰაუზი" (2003) გრაცში, ავსტრია. სხვა ნიმუშებია როი მეისონის "ზანადუ ჰაუსი" (1979), ორგანიცისტი ბარტ პრინსის შენობები და ამ სფეროში ჰერცოგ და დე მერონის იშვიათი ექსკურსი "ალიანც არენას" სახით (2005).

პრეცედენტი

ერთი პრეცედენტია არქიგრამი, 1960-იან წლებში მოღვაწე ინგლისელ არქიტექტორთა ჯგუფი, რომელთაც პიტერ კუკიც ეკუთვნოდა. ისინი დაინტერესებული იყვნენ „გასაბერი“ არქიტექტურით, ასევე ფორმებით, რომელთა შექმნა პლასტმასისგან იქნებოდა შესაძლებელი. რონ ჰერონმა, ასევე არქიგრამის წევრმა, ბლობისმაგვარი არქიტექტურა შექმნა მის 1960-იანი წლების პროექტებში, როგორიცაა „მოსიარულე ქალაქი“ და „მყისიერი ქალაქი“, ისევე როგორც, მაიკლ ვებმა „სინ ცენტრში“. 1970-იან წლებში არქიტექტურაში ამ მიმდინარეობის ექსპერიმენტებმა იმატა შედარებით ფსიქოდელიურ ელფერში. ფრედერიკ კისლერის განუხორციელებელი „უსასრულო სახლი“ ბლობისმაგვარი არქიტექტურის კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, თუმცა ის გეგმით სიმეტრიულია.

ტერმინის წარმოშობა

ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" პირველად არქიტექტორმა გრეგ ლინმა გამოიყენა 1995 წელს მეტაბოლის გრაფიკულ პროგრამაში ციფრული დიზაინის ექსპერიმენტებისას. მალე მას მრავალი სხვა არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი აჰყვა ამ "ბლობის"-მაგვარი პროგრამის ექსპერიმენტში ახალი და უჩვეულო ფორმების შესაქმნელად. მიუხედავად მისი გარეგნული ორგანიულობისა, ბლობ არქიტექტურა წარმოუდგენელია ამგვარი კომპიუტერული დიზაინის პროგრამების გარეშე. არქიტექტორები ფორმებს კომპიუტერული მოდელირების პლატფორმებზე ალგორითმების მანიპულაციით ქმნიან.
ბლობიტექტურა, ასევე ბლობ-არქიტექტურა, ბლობიზმი — ტერმინები არქიტექტურის მიმდინარე მიმართულებაზე, რომელშიც შენობებს ორგანული, ამებასმაგვარი ფორმა ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" მოდაში უკვე 1990-იანი წლების შუაში გახდა, თვით სიტყვა ბლობიტექტურა პირველად ბეჭდვით სიტყვაში 2002 წელს გაჩნდა, უილიამ საფირის სტატიაში სათაურით "Defenestration" (დაახ. გაუფანჯროება), რომელიც ნიუ-იორკ ტაიმსის ენის საკითხების განყოფილებაში დაიბეჭდა. სტატიაში გამოყენებული მნიშვნელობის მიუხედავად, ეს სიტყვა დარჩა და ხშირად გამოიყენება მრუდხაზოვანი და მომრგვალებული ფორმის შენობების აღწერისას.

მნიშვნელოვანი მიმდევრები

  

ბიონური არქიტექტურა

ბიონიური არქიტექტურა, ასევე ბიო-ტექ არქიტექტურა— მიმდინარეობა არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც იდეებს ბუნებრივი (ანუ ბიოლოგიური) ფორმებისგან სესხულობს. მიმდინარეობამ ჩამოყალიბება XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო,  და შესაბამისად, ადრეულ პროექტებში ფორმის ძიება პრაქტიკულობას უსწრებს წინ. ბიონიური არქიტექტურა ეწინააღმდეგება ტრადიციულ მართკუთხა განლაგებასა და პროექტირების სქემებს, იყენებს რა მრუდ ფორმებსა და ზედაპირებს, რომელიც ბიოლოგიური და ფრაქტალური მათემატიკის კონსტრუქციებისთვისაა  დამახასიათებელი.მოიცავს პერიოდს 1980-იანი წლებიდან დღემდე.
    

Saturday, April 21, 2012

ტერმინი არქიტექტურა

არქიტექტურა (კლასიკ. ბერძ. αρχή - ვიწყებ, τέχνη - ხელოსნობას) -- შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან - ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე - ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქიონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას. (იხ. სრულად.)